ვენესუელაში მიწისძვრის დროს დედამ შვილის გადასარჩენად თავი გაწირა

ვენესუელა

ვენესუელაში მიწისძვრის დროს დედამ შვილის გადასარჩენად თავი გაწირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა ჰექტორ ბელომ და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელეს. ბელოს თქმით, მისი მეუღლე ანდრეა ძლიერი მიწისძვრების დროს მათი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მისი მეუღლე ბოლო წუთამდე ცდილობდა შვილის გადარჩენას.

 „მოვუყვები ჩვენს შვილს, როგორ გადაარჩინე იგი, ჩემო სიყვარულო, როგორ გაწირე საკუთარი სიცოცხლე მისთვის“, - დაწერა ბელომ.

მედიის ცნობით, მიწისძვრებს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის მახლობლად სულ მცირე 920 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 000-ზე მეტი დაშავდა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.