ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე
1768670829
აშშ-ში საშინელი დანაშაული გაიხსნა: 63 წლის ალენ პერესი ეჭვმიტანილია თავისი ხუთი შვილის მკვლელობაში 1992–2001 წლებში. მკვლელობის ბრალდებები მას მაშინ წარუდგინეს, როცა პერესი უკვე ციხეში იყო და სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
გამომძიებლებმა ერთ-ერთი ჩვილის ნეშტი მძიმე საგნებით სავსე მეტალის ყუთში აღმოაჩინეს. სამი თვის ასაკის ბავშვი, რომელიც პლასტმასაში და საბანში იყო გახვეული, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. კიდევ სამი ბავშვის ცხედარი ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი. ყველა დაღუპული ჩვილი ექვს თვემდე ასაკის იყო.