წყალტუბოში ტრაგედია დატრიალდა - მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა
1768678679
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ყაზახეთში სასამართლოს წინაშე წარდგა, მას ბრალი თირკმლის გაყიდვის მცდელობისთვის ედება. როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთში მდებარე პავლოდარის ოლქის სასამართლოს პრესსამსახური იუწყება, 2024 წელს ქალი ქვეყანაში ჩავიდა, გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსპლანტაციისთვის მოემზადა.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მესენჯერ Telegram-ის მეშვეობით საკუთარი თირკმლის გაყიდვაზე შეთანხმება დადო, გასაყიდი ფასი 50 000 აშშ დოლარი იყო. შეთანხმების პირობების მიხედვით, ტრანსპლანტაცია პავლოდარის ქალაქის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.