1756837139
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით, იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.










