„თქვენი დრო დგება“ - ზოდიაქოს 3 ნიშანს იანვრის მეორე ნახევარში იღბალი ეწვევა

ასტროლოგია

ასტროლოგების შეფასებით, ზოდიაქოს სამ ნიშანს იანვრის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაუმართლებს. ესენია:

მერწყული

იანვრის მეორე ნახევარი თქვენი დროა. ახალი შესაძლებლობები გეწვევათ - იღბალი თან გდევთ. განსაკუთრებით გაგიმართლებთ კარიერასა და პირად ურთიერთობებში. კარგი პერიოდია ახალი დასაწყისისთვის.

თხის რქა

ფინანსური და პროფესიული წარმატება გელით. შრომა, რომელიც აქამდე ჩადეთ, შედეგს გამოიღებს - შესაძლებელია პრემია, შემოთავაზება ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წარმატებით დასრულება.

მორიელი

თქვენთვის სასიამოვნო სიახლეებით იქნება დატვირთული იანვრის მეორე ნახევარი. პირად ურთიერთობებში სიახლეა, მნიშვნელოვანი შეხვედრაა მოსალოდნელი. იღბლიანი გამოდგება ეს პერიოდი ფინანსური თვალსაზრისითაც.