1768679274
მაია ჩიბურდანიძე 65 წლის გახდა
მაია ჩიბურდანიძეს დღეს დაბადების დღე აქვს. ცნობილი მოჭადრაკე 1961 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.
ჭადრაკის ფედერაცია მას დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავთ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას - მაია ჩიბურდანიძეს!
მაია ჩიბურდანიძე - ქართული ჭადრაკის სიმბოლო, გამარჯვებების ეპოქა და შთაგონება თაობებისთვის.
მთავარი მიღწევები:• მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი• მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული• “საჭადრაკო ოსკარის” ოთხგზის მფლობელი• „ოქროს პაიკის“ - ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი• ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი• ღირსების ორდენის კავალერი ქალბატონო მაია, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმშვიდეს და სიყვარულით სავსე დღეებს.მადლობა იმ დიდებისთვის, რაც ქართულ სპორტს და მსოფლიოს ჭადრაკს აჩუქეთ!“ - წერია მისალოც წერილში.












