ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

პოლიცია

ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.          

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.