50 საათი თოვლსა და ყინვაში - როგორ იპოვეს უვნებლად ზვავში დაკარგული ძაღლი ლულუ

ლულუ

ალასკაზე ზვავმა ორი ალპინისტი მოიყოლა და ისინი თავიანთ ძაღლს დააშორა. ძაღლი დაახლოებით 50 საათის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ის ცოცხალი იპოვეს, წერს VICE.

როგორც გამოცემა წერს, ალასკის ჩუგაჩის ეროვნულ პარკში, უზარმაზარი თოვლის ნაკადი ორ გამოცდილ ალპინისტს დაატყდა თავს და ისინი მთის ქედიდან გადაჩეხა. ალპინისტებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს, თუმცა გადარჩნენ.

ზვავმა ალპინისტები დააშორა თავიანთ ოთხი წლის ძაღლს - პუდელისა და ჰასკის ნარევს, სახელად ლულუს. ზვავში მოყოლილი ერთ-ერთი ალპინისტის მეგობარმა გადაწყვიტა მოეხდინა ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების, და უბრალოდ კეთილი ადამიანების „ციფრული არმიის“ მობილიზება, რომლებსაც დრონებსა და ვერტმფრენებზე მიუწვდებოდათ ხელი, რათა ძაღლი ეპოვათ.

ძაღლის ყელსაბამზე მიმაგრებული იყო პატარა, მრგვალი სანავიგაციო მოწყობილობა AirTag, რომელიც მთიდან სიგნალებს აგზავნიდა თანამგზავრულ ქსელებში, რაც საჰაერო სამძებრო ჯგუფებს აძლევდა უფრო ზუსტ საძიებო არეალს.

AirTag-ისა და დრონებით გამოყენებით,  ლულუ, ზვავის ჩამოწოლიდან დაახლოებით 50 საათის შემდეგ, სრულიად უვნებელი იპოვეს.

✕