დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
სან-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონას ვირტუალურ თამაშში დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც ბოლოს რეალურად გააკეთა კიდეც. ამის შესახებ Telegram-ის არხმა SHOT-მა გაავრცელა ინფორმაცია.
13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში ავატარი შექმნა და სახლში ხანძრის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გააკეთა. სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებს კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ მედიაში.
დედა-შვილს, როგორც ამბობენ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. კამათი გამწვავდა მეგობრებთან შეხვედრების აკრძალვის გამო, რამაც მოზარდი ძალიან გააღიზიანა. ტრაგედიის დღეს, მათ კიდევ ერთი კამათი მოუვიდათ, რა დროსაც გოგომ 46 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა.
მკვლელობის შემდეგ, სკოლის მოსწავლემ დანაშაულის დაფარვა სცადა: მან ხელები გაიჭრა და საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა და უცნობი თავდამსხმელის შესახებ ისტორია შეთხზა. თუმცა, დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა.