1692302192
„შენი ხედვა არასდროს მიეცემა დავიწყებას" - ნაომი კემპბელი დემნა გვასალიას

ნაომი კემპბელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ წერს:
„დამთავრდა ერთი ეპოქა! დემნა, შენი ბოლო ოტ-კუტიურ შოუ საოცარი განაცხადი იყო. მადლობა, რომ შენს ბოლო ჩვენებაში მონაწილეობა მივიღე - შენი ხედვა არასდროს მიეცემა დავიწყებას".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ BALENCIAGA-სთვის შექმნილი ბოლო ოტ-კუტიურ კოლექცია წარადგინა, რითიც ესპანურ მოდის სახლს დაემშვიდობა.