კიმ კარდაშიანის ახალმა კაბამ, რომელსაც ნახვრეტი უხერხულ ადგილზე აქვს, სოციალური ქსელები ააფეთქა (ფოტო)

კიმ კარდაშიანი

კარდაშიანმა უკანალზე ნახვრეტიანი კაბა ჩაიცვა და თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, რომ მას უბრალოდ,  დეკოლტე ქვემოთ ჩამოეწია.
ვარსკვლავი, მოდელი და ბიზნესმენი კიმ კარდაშიანი არ წყვეტს გამომწერების გაოცებას. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ შენზე და შენს საქმეზე ხალხი ალაპარაკო, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო სასაცილო მიზეზი უნდა მოიფიქრო და ეს კარდაშიანმა კარგად იცის. მისი ბრენდის Skims-ის სექსუალური კოსტიუმების ახალი ხაზი გაყიდვაში 28 ოქტომბერს გამოვიდა. დეკოლტეიანი კაბაში გამოწყობილი კიმი გვთავაზობს თავისი „მეხუთე წერტილის“ შეთვალიერებას. 
დუნდულების მიდამოში ნახვრეტიანი კაბის ანონსი არ დარჩენილა სახალისო კომენტარების გარეშე - დეკოლტეს „უკანალის დეკოლტე“ შეარქვეს. მრჩევლებმა კარდაშიანს უთხრეს, რომელი კაბები იქნება ნამდვილად მოთხოვნადი: „კიმ, ჩვენ გვჭირდება გრძელი სახელოები, ზამთარი მომდგარია“, „რა შეიძლება ითქვას ტანსაცმელზე, რომელიც ცელულიტს მალავს?“ „დამეხმარეთ, მე ვხედავ მთვარეს“, „შოკში ვარ, გამოიძახეთ სასწრაფო“. - წერდნენ კომენტარებში. თუმცა, ზოგიერთ გოგონას მოეწონა კარდაშიანის კაბა: ლამაზმანებმა აღიარეს, რომ მისთვის კრისტალებით გაწყობილ ტრუსებს შეიძენდნენ.