„ანტარქტიდა შენ გიყურებს!“ - რას ნიშნავს ეს „სახე“ გიგანტურ ყინულში - ფოტომ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

ანტარქტიდა შენ გიყურებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

იგივე ფოტო ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გამოაქვეყნა და დაწერა რომ ფოტო გადაიღეს კოსმოსური თანამგზავრიდან. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გიგანტური ყინულის ასეთი სახე ნამდვილად იწვევს შიშს.

თუმცა გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში.

ანომალიებზე მონადირეები ყოველდღიურად მუშაობენ იპოვონ რამე ახალი. 2019 წელს „ანტარქტიდაზე“ უცნაური სახის ნაწილი დააფიქსირეს.

კადრები YouTube-ის არხზე  გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს  72°00' 36.00'' S, 168° 34' 40.00'' E კოორდინატებზე იდუმალი სახე ყინულში - ერთი შეხედვით სავსე ორი თვალით, ცხვირით და პირით.

სწორედ ასეთ ანომალიებზე მკვლევრების მიერ მომზადებული სტატია თარგმნა მიხეილ ჭაბუკაშვილმა, სადაც ვრცლად არის განმარტებული რას უკავშირებენ ანომალიურ მოვლენებს.

ადამიანებს, რომლებიც მარსის ფოტოებს ხშირად უყურებენ, აღენიშნებათ კარგად ცნობილი ფენომენი პარეიდოლია. ანუ, ხედავთ ერთ რამეს და აღიქვამთ სრულიად სხვა რამეს, როცა ადამიანის გონება რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს უმნიშვნელო მონაცემებში, ხედავს რაღაც ისეთს, რაც იქ სინამდვილეში არ არის.

ძირითადად ხედავენ სახეს ჩაღრმავებებში, ლანდშაფტებში. ადამიანის სახეს ხედავენ მარსზეც, 1976 წელს კიდონიის რეგიონისთვის გადაღებულ ფოტოზე.

ბევრი ადამიანი მარსის ფოტოებზე ხშირად ხედავს ნაკვალევს, ბურთს, კოვზს, მებრძოლ ქალს და მარსის ასურულ ღმერთსაც კი. თუმცა, ეს ყველაფერი სინამდვილეში მარსის ჩვეულებრივი ქანებია.

მარსზე მისიები 1960-იანი წლებიდან იგზავნება, მათ შორის არის ოთხი წარმატებული მავალი და ხუთი სტაციონარული ხომალდი. არც ერთ მათგანს წითელ პლანეტაზე არასოდეს შეუნიშნავს რაიმე სახის მწერი.

გამომდინარე აქედან, სრულიად შესაძლებელია, რომ უილიამ რომოსერი, რომელიც უკვე 45 წელიწადია ენტომოლოგიის პროფესორია, რომელიც მწერებს საკმაოდ კარგად იცნობს — მწერებთან დაკავშირებული პარეიდოლიით არის შეპყრობილი.

გთავაზობთ დეტალური ანალიზიდან რამდენიმე ფრაგმენტს:

მარსზე მიკრობული სიცოცხლის ძებნა დღეს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. იგულისხმება როგორც ნამარხები, ისე ამჟამინდელი სიცოცხლე; ამისათვის იგეგმება სპეციალური მისიებიც.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგმა უილიამ რომოსერმა წლები მიუძღვნა მარსმავლების მიერ გადაღებული ფოტოების შესწავლას. როგორც იგი ახლა აცხადებს, მრავალ ფოტოზე, ქანებს შორის შეიმჩნევა სტრუქტურები, რომლებიც ძალიან ჰგავს მწერებს, როგორც ნამარხებს, ისე ცოცხლებს.

მისი თქმით, მან შენიშნა გველის მსგავსი რამდენიმე საგანიც, რომლებიც მას კვლევის ღირსად მიაჩნია. კვლევა მან ამერიკის ენტომოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინა, მაგრამ ჯერ რეცენზირებული არ არის.

რომოსერის განცხადებით, მარსის მწერების მსგავს ფაუნაში აშკარა მრავალფეროვნებაა და აღინიშნება დიდი მსგავსება დედამიწის მწერებთან, მაგალითად, ჩანს ფრთები, ფრთების მოხრილობა, მოქნილი ფრენა და სხვადასხვაგვარი სტრუქტურის მქონე ფეხის ელემენტები.

მარსმავალთა მიერ გადაღებული ფოტოები (განსაკუთრებით „კურიოზიტი“, რომელიც მარსზე ამჟამად მოქმედი ერთადერთი მავალია) საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და ასახავს მარსის ზედაპირის დეტალურ ხედებს. ამ სურათებით გეოლოგები პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას სწავლობენ.

წაიკითხეთ სრულად

სხვა სიახლეები