ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
1-ელ ივნისს 47 წლის ასაკში, გარდაიცვალა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას, 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.
პრინცი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელია, სოციალურ ქსელში ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმიანება:
„ჩემო ძმაო ილია, ვერც კი ვიჯერებ, რომ ჩვენთან აღარ ხარ.
შენ, ვინც წარმოადგენდი ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეესაბამება. შენ, რომელიც 16 წლის ასაკში ომში წავიდა, ჩვენი ქვეყნის დასაცავად.
შენ, ვისაც დიდი რწმენა ჰქონდა და აღადგინა ჩვენი ეკლესიები. შენ, ვინც ყოველთვის ბედნიერებას უზიარებდი ყველას, ვისაც შეხვდებოდი.
შენ, საუკეთესო მეოჯახე ადამიანი. შენ, რომელიც ყოველთვის საუკეთესო სადღეგრძელოს წარმოთქმით გამოირჩეოდი.
მე უფალს მადლობას ვუხდი, რომ შენთან შემახვედრა, ჩემო მეჯვარევ. შენ იტყოდი "ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გმირები, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით".
ჩემთვის შენ სამუდამო გმირად დარჩები. მშვიდად განისვენე ჩვენს ზეციურ მამასთან ჩემო ძმაო. პატივი იყო ვყოფილიყავი შენი მეგობარი.
My Brother Ilia,
I can't believe you are no longer with us.
You, who represented all the values of a true Georgian man. You, who went to war at the age of 16 to defend our country. You who had great faith and restored our Churches. You who shared happiness with everyone you met. You, an example of a great family man. You, who always had the best toasts. I thank God for having met you, my best man. You used to say "we can be heroes, just for one day". For me you are my eternal hero. Rest In Peace with our Heavenly Father my Brother. It was an honor being your friend“ - წერს ბაგრატიონ-მუხრანელი.
შეგახსენებთ, რომ იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი და ერეკლე მეორის შთამომავალია.
ასევე ნახეთ:
„სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან