იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის კინოს, მუსიკის, ლიტერატურისა და კულტურის სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
მხარეებმა კულტურული კავშირების კიდევ უფრო გასამყარებლად ახალი ინიციატივების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს და გამოთქვეს სურვილი კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.
თინათინ რუხაძემ ვალიდ აბუ ჰაიას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ნადირაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.