2026 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

ზოდიაქოს ნიშნები

2026 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. ხშირად ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ამიტომაც, მას ძველად სპეციალური რიტუალებითაც აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.

რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ?

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ. გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით.

დილით შხაპი მიიღეთ - ითვლება, რომ ამ გზით წყალს ნეგატიურ ემოციებს გაატანთ და უიღბლობისაგან გათავისუფლდებით. 

დარგეთ მცენარეები, იყიდეთ ყვავილები და სახლში ლარნაკში მოათავსეთ - ამ გზით ახალ ენერგიას კარს გაუღებთ და სამომავლოდ უფრო დიდ მოტივაციას იგრძნობთ.

გაზაფხულის ბუნიობა შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანებს წყენა აპატიოთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილგანწყობა. დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულის ბუნიობის დღეს მწვანე, ლურჯი, ან ვარდისფერი სამოსი ჩაიცვათ - ისინი პოზიტიურ ენერგიას იზიდავენ.

 რა არ უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს?
შეეცადეთ, ამ დღეს არავის ეჩხუბოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოხატოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური ემოციები წარმატებას შეაფერხებს და თქვენს ჯანმრთელობასაც ზიანს მიაყენებს... ვრცლად