როგორ გადაიქცა მოდელობაზე მეოცნებე გოგონა მკვლელად და მეძავად - „ფარული ვნების“ ინტრიგები

ფარული ვნება

პირველი აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე, ახალი სერიალი დაიწყო, მძაფრი სიუჟეტითა და მოდის სამყაროს ინტრიგებით. სერიალი ყოველდღე, 22 საათზე დაიწყება.  

ბრაზილიური ტელესერიალი, „ფარული ვნება“ ემის საერთაშორისო პრემიის ნომიმანტი ფილმი გახლავთ.

სიუჟეტის მიხედვით, არლეტი ოცნებებით სავსე, ლამაზი ახალგაზრდა გოგონაა. ის მიდის სან პაულოში, რადგან  მოდელობა სურს, მაგრამ ხდება მეძავი,  სასცენო სახელით - „ანგელოზი“.

მის ცხოვრებაში მოდის ალექსი, ძლიერი, მდიდარი, მაცდური და გამოცდილი მამაკაცი. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. არლეტთან კიდევ უფრო ახლოს ყოფნის სურვილით, ალექსი სიმულირებს თავის სიყვარულს არლეტის დედის, კაროლინას მიმართ და ქორწინდება მასზე. კაროლინა მოგვიანებით გაიგებს ანჯელისა და ალექსის რომანის შესახებ და ზიზღით თავს იკლავს. დედის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით, არლეტი კლავს ალექსს და მის გვამს ზღვაში აგდებს. მოგვიანებით ის დაქორწინდა გილერმოზე, თავის ძველ ბოიფრენდზე, სამოდელო სააგენტოდან.

ალექსის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, გილერმო იღუპება იდუმალებით მოცული ავარიის შედეგად. ფულის გარეშე, ავადმყოფი შვილით დარჩენილი არლეტი გადაწყვეტს, ხელახლა დაიწყოს მოდელობა. ჯოვანი - ალექსის ქალიშვილი ბრუნდება პარიზიდან და თვლის, რომ არლეტმა მოკლა გილერმოც და მისი მამაც, რომლის ცხედარიც ვერ იპოვეს. ალექსის მკვლელობის დასამტკიცებლად და თავისი ოჯახის მემკვიდრეობის ხელში ჩაგდების მიზნით, ჯოვანი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა მოიძიოს მტკიცებულება, რომ არლეტმა მოკლა მამამისი. იგი ქირაობს კრიშტიანოს, მომხიბვლელ კერძო დეტექტივს, რომელთანაც ურთიერთობას გააბამს. ანგელოზთან დაახლოებისა და მისი შესწავლის სურვილით, კრიშტიანო გადაწყვეტს, მოდელად წარმოჩინდეს და მოდის სამყაროში შეაღწიოს; თუმცა, როგორც კი ის შეხვდება ანგელოზს, შეუყვარდება იგი.

ფილმში მთავარ როლებში საკმაოდ მომხიბვლელი გარეგნობის მსახიობები თამაშობენ.

არლეტის როლს ასრულებს კამილა კეიროსი

ალექსი - როდრიგო ლომბარდი

ჯოვანა - აგატა მორეირა

გილერმო - გაბრიელ ლეონე