1746007492
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელი“ გაიმართა, წარმოდგენას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრნენ

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ადოლფ ადანის ბალეტი „ჟიზელი“ გაიმართა.
დადგმაში მთავარი პარტიები ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტებმა გიორგი ფოცხიშვილმა და ანა ციგანკოვამ შეასრულეს.
სპექტაკლში მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი. ორკესტრს დირიჟორობდა ლევან ჯაგაევი.
წარმოდგენას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ თინათინ რუხაძე, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, გიორგი ფოცხიშვილსა და ანა ციგანკოვას შეხვდა. მინისტრმა საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
„ჟიზელის“ ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ეკუთვნის ალექსეი ფადეეჩევს. დამდგმელი დირიჟორია დავით მუქერია.