სესხის აღების წესში ცვლილებები შედის - ეროვნული ბანკის განცხადება
1778074224
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ,,ახალი ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია” ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი - საფესტივალო მოსმენა თბილისში, 14 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
ფესტივალის დასკვნითი - II ეტაპი 23 მაისს ქალაქ სიღნაღში, გალა კონცერტით დასრულდება.
ჟიურის წევრები იქნებიან: თავმჯდომარე - მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, წევრები - სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.
ფესტივალის ჟიური სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს, ესენია: ფესტივალის მთავარი პრიზი - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის პრემია“, აუდიტორიის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერი.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.