1769284719
„კულტურის ტოპ ხალხი იყო მოსული… ეს იყო საქართველოს წარმატება“ – ნინო სუხიშვილი „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე სუხიშვილების ცეკვის შესახებ
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში (Carnegie Hall), ტრიუმფით წარდგა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, გამოსვლა არა მხოლოდ დასის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებად შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან დარბაზის სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ საცეკვაო დასები მანამდე არასდროს გამოსულან.
„კარნეგი-ჰოლი მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული და დიდი სცენაა, ძალიან ბევრს ნიშნავს ამ სცენაზე გამოსვლა, თან კარნეგი-ჰოლში ცეკვა ჯერ არასდროს ყოფილა წარმოდგენილი, საცეკვაო ანსამბლი იქ არ გამოდის, სხვა ფორმატის დარბაზია, ამიტომ კარნეგი-ჰოლისთვის პირველი იყო ჩვენი საცეკვაო დასი… ძალიან საპასუხისმგებლო იყო, ბოლო მომენტამდე იმდენად დატვირთული ვიყავით ემოციებით… კონცერტის ორგანიზებაში ქართველი გოგო – სალომე ლილუაშვილი იყო ჩართული, სწორედ მისმა საპროდიუსერო კომპანიამ გააკეთა ეს ჩვენი წარდგენა, თვითონაც არ სჯეროდა, რომ ეს გამოვიდოდა…
ამ ფასად კარნეგი-ჰოლს ბილეთი არ გაუყიდია აქამდე, ძალიან მაღალი ფასი იყო… დე ნირო შემოვიდა მოსალოცად კონცერტის მერე, თორემ ნაკლები ვარსკვლავები არ იყო დარბაზში, კულტურის ტოპ ხალხი იყო მოსული… ეს ხომ მარტო ჩვენი წარმოდგენა არ იყო, ეს იყო ქვეყნის წარდგენა, საქართველოს წარმატება“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
View this post on Instagram










