„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
იანვარში, ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ქართული ღვინის ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 22 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 35%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აღნიშნულ პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მილიონზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.