გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
20 წლის შემდეგ საგამოფენო სივრცეში სოლიკო ვირსალაძის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინება. სოლიკო ვირსალაძის 113-ე იუბილე ეროვნულ გალერეაში გამოფენით გაიხსნება.
საექსპოზიციო დარბაზი ცნობილი სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარს დაიტევს, დამთვალიერებელი მისი სახლ-მუზეუმის საარქივო ნივთებსა და კოსტიუმებს ნახავს.
მხატვრის მდიდარ პორტფოლიოს ეკუთვნის სუხიშვილების რეპერტუარში შეტანილი კოსტიუმირებული ნიუანსები. მუზეუმში მისვლა დამთვალიერებელს 14 იანვრიდან შეეძლება.
გამოფენა საქართველოს ბანკის ეგიდით, სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს კულტურის სამინისტრო თანამონაწილეობით იმართება.