გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ტელეწამყვანი, მარკეტერი ბახვა ბრეგვაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები არიან.
როგორც ბახვა ბრეგვაძე „პრაიმთაიმთან“ ამბობს, ეს მისთვის მოულოდნელი იყო.
„ნომინაციებში წარდგენილი ვიყავით მე, როგორც რეჟისორი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, მუსიკა ჯანგო, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე. ოპერატორი გიორგი შველიძე. მე და ანდრომ მოვიგეთ. არ ველოდით. გაოცებულები ვართ. ეს იყო რეკლამა (სარაჯიშვილის). ამათმა ისე მიიღეს, როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმი“ - ამბობს ბახვა ბრეგვაძე „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.