ვინ არის მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახლში ჩაცხრილეს

მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 35 წლამდე ასაკის აიდინ გამზაევი მოკლეს. შემთხვევა წუხელ, სოფელ იორმუღანლოში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, გამზაევი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საკუთარ სახლში ჩაცხრილა.

იორმუღანლოში ვარაუდობენ, რომ მკვლელობა წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება, რაზეც გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა.

აიდინ გამზაევი, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, მისდევდა სოფლის მეურნეობას, სოფელ იორმუღანლოში ამუშავებდა კაფეს და ახალგაზრდებს ამეცადინებდა მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ საკითხებშიც.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობს.