1731009381
VIDEO: ძარცვა ჰოლივუდური სცენარით - იძებნება ქართველი წყვილი, რომელმაც 180 000 ევროს ღირებულების ბრილიანტი მოიპარა
ძარცვა ჰოლივუდური ფილმის სცენარით – ასე აშუქებს ადგილობრივი მედია კვიპროსში 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი თვლების ქურდობას. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირიდან, ორი ქართველია. ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა თანამზრახველთან ერთად საიუველირო მაღაზიიდან 5 კარატიანი ბრილიანტის ქვები მოტყუებით გაიტაცეს. ახლა მათ მთელი კვიპროსის მასშტაბით ეძებენ.
ქართველი მძარცველები ლიმასოლში, საიუველირო მაღაზიასთან დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. პოლიციამ ფოტოებით დამნაშავეთა იდენტიფიცირება მოახერხა. ჩანაწერები იმავე დღეს გადაეცა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს, რომ მძარცველებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.
მომხდარის გამო, ლიმასოლის აეროპორტში სამართალდამცველთა სრული მობილიზაციაა. ვარაუდობენ, რომ 180 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ქურდობაში მხილებული საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ კვიპროსში იმყოფებიან. უკვე ცნობილია, რომ საქმეში ინტერპოლიც ჩაერთვება და ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.