VIDEO: დაჭრილია ყოფილი ფეხბურთელი - რა მოხდა ვაკეში მდებარე კაფეში და რას ამბობენ თვითმხილველები

ვაკეში სროლა

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში სროლა იყო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ-ერთს დამიზნებით ესროლა.

დაჭრილია 26 წლის გუგა ფირცხალავა, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, სხვა პიროვნებაში შეეშალათ. გუგა ფირცხალავა ყოფილი ფეხბურთელია. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული.

სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ.

თვითმხილველებმა სულ 7 გასროლის ხმა გაიგეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: სროლა ვაკეში - ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები

,,სხვა პიროვნებაში შეეშალათ" - ვაკეში, კაფეში სროლისას დაჭრილის ვინაობა ცნობილია

VIDEO: სროლა ვაკეში - ვრცელდება პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან