VIDEO: სროლა ვაკეში - ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები

კამერა

ვაკეში, კაფე ,,სტრადაში" სროლა იყო. დაჭრილია ერთი პირი.

,,კურიერის" ინფორმაციით, გუგა ფირცხალავას შეცდომით ესროლეს. ის სხვა პიროვნებაში შეეშალათ.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.

როგორც ,,პრაიმტაიმს"  შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვაკეში მომხდარი თავდასხმაა ასახული.