„ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი, ურთულესი იყო. შემრცხვა, რომ ამ ჭრილობას შევეხე...“ - ნანუკა გულუა
1762966260
თბილისის მეტროში მომხდარზე, რა დროსაც, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, დღეს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“, მგზავრს ხელი ჰკრეს, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
ამავე თემაზე:
დაღუპულია ახალგაზრდა - რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისის მეტროში მომხდარზე