ცნობილია, ნაძალადევში, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
1782983731
ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს თბილისის მეტროში, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბაქანზე მდგომ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო, სამაშველო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.
მომხდარის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.