„მიტოვებულ ფერმაში თითები დააჭრა...“ - ქართველი სერიული მკვლელის საქმე "პოლიციის ფაილებიდან"

სერიული მკვლელის საქმე

პოლიციაში შევიდა შეტყობინება ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ. შემთხვევის ადგილას მისულმა დეტექტივებმა ნახეს, რომ ქალი ცოცხალი იყო.

 

ქალი ქალაქგარეთ, მიტოვებულ სახლში ფერმერმა აღმოაჩინა. ადგილზე მისულ დეტექტივებს ნაწამები და თითებდაჭრილი გოგო დახვდათ.

 

დანაშაულის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ექსპერტ-კრიმინალისტების ბრიგადა.

ერთ-ერთმა დეტექტივმა დაზარალებული ქალის ხელზე ღამის კლუბის შტამპი შენიშნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტებმა მამაკაცის სამაჯური იპოვეს.

 

პოლიციამ, იმ ღამის კლუბის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღო, რომლის შტამპის გოგოს ხელზე ჰქონდა. საიდანაც გაირკვა, რომ, რომ დაზარალებული მართლაც იმყოფებოდა ღამის კლუბში. კამერებში დაზარალებული იცნეს, რომელიც გამოძიებისთვის უცხო მამაკაცთან ერთად იდგა.

როგორც შემდგომ გამოძიებით დადგინდა, სწორედ ეს მამაკაცი იყო დამნაშავე. მისი კამერებში გამოჩენა კი წინასწარ მოფიქრებული ალიბი იყო.

პოლიციამ ის ტაქსის მძღოლი დაკითხა, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი კლუბიდან სახლში მიიყვანა. მისი თქმით, ავტომობილი გაუფუჭდა და ქალი სხვა მანქანაში გადაჯდა.

დეტექტივებმა წარსულში ჩადენილი დანაშაულები აღმოაჩინეს, ახალ და ძველ საქმეებს შორის განსხვავება, მხოლოდ ის იყო, რომ წინა ქეისებში საქმე დაზარალებული სიკვდილით სრულდებოდა.

 

აშკარა იყო, რომ პოლიციას საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდა.

 

პოლიციამ ყველა ის პირი დაკითხა, რომელსაც დაზარალებულ ქალთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ შემთხვევის ადგილას ნაპოვნი სამაჯური იმ პიროვნებას ეკუთვნოდა, რომელმაც გოგო ღამის კლუბიდან გააცილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა, მამაკაცი კი მალევე დააკავა.

ბრალდებულმა წარსულში ჩადენილი დანაშაულებიც აღიარა. მან 2008 წელს ორი ქალი მოკლა. დაკავებულმა გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მიიყვანა.

 

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო