დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
ჰერბ ბაუმეისტერის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინებოდა. ცოლთან და 3 შვილთან ერთად ინდიანაპოლისში, კონკრეტულად კი ვესტფილდში, 1 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილაში ცხოვრობდა.
თუმცა, ერთ დღესაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ჰერბს ორმაგი ცხოვრება ჰქონდა. ის ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობდა, ჰომოსექსუალ მამაკაცებთან ურთიერთობდა, შემდეგ ისინი სახლში მოჰყავდა, კლავდა და მათს ცხედრებს კუთვნილ მამულში მარხავდა.
წლების მანძილზე ჰერბის სასტიკი მკვლელობების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი 1994 წელს შეიცვალა, როდესაც ჰერბის 13 წლის ვაჟმა მამულთან ახლოს მდებარე ტყეში თავის ქალა და ძვლების გროვა აღმოაჩინა.
ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ პოლიციამ მამულის ეზოში ადამიანის 10 000-მდე ძვალი იპოვა.
პოლიცია ჰერბის დაკავებას აპირებდა, თუმცა მან კანადის პარკში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიყენა და გარდაიცვალა.
პოლიციამ 8 მსხვერპლის იდენტიფიცირება შეძლოა, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუჩინარდნენ.