უმძიმესი ავარია, რომელშიც ბრალი ქართველ ადვოკატს ედება - გარდაცვლილია პასტორი და მისი მეუღლე
1774293656
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ორზუმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი ცივი იარაღით დაჭრა. კაცს ჭრილობები მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი კი სამართალდამცველებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.