VIDEO: ექიმმა პაციენტს თვალიდან 23 კონტაქტური ლინზა ამოუღო

ლინზა

ექიმმა პაციენტის თვალიდან 23 კონტაქტური ლინზა ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

კალიფორნიაში მოღვაწე ოფთალმოლოგის, კატერინა კურტეევას თქმით, ქალი მასთან თვალების ტკივილისა და დაბინდული მხედველობის ჩვილით მივიდა. ოფთალმოლოგმა ივარაუდა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, იქ ჩარჩენილი ძველი ლინზის ფრაგმენტი ან დაზიანებული რქოვანმა ყოფილიყო. მან ქუთუთოების შემოწმება დაიწყო და როცა პაციენტს დაბლა დახედვა სთხოვა, აღმოაჩინა, რომ ზედა ქუთუთოში ლინზების მთელი წყება იყო დაგროვებული.

ლინზები ერთმანეთზე იყო შეწებებული, ამიტომ ოფთალმოლოგი მათ ბამბის ჩხირით ჯგუფ-ჯგუფად იღებდა, შემდეგ კი აცალკევებდა და ითვლიდა. 

როგორც ცნობილია, პაციენტს თვალის სერიოზული დაზიანება არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმის რჩევის მიუხედავად, ლინზების გამოყენებას მაინც განაგრძობს.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ophthalmologist | Dr. Katerina Kurteeva M.D. | Newport Beach (@california_eye_associates)