რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?

სათვალეები

საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს 100%-იანი დაცვა UV400-სგან( მზის მავნე ულტრაიისფერი (UV) სხივები).

რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, ის უფრო მეტად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს ჰგონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და შუქს მარტივად არ ატარებს, ასეთი სათვალე ყველაზე კარგია თვალისთვის. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თვალისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ უხარისხო მუქი ფერის სათვალე წარმოადგენს, რადგან მისი მეშვეობით მზის მიმართულებით მარტივად ვიყურებით და თუკი ამ დროს სათვალეს არ გააჩნია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც კი გახდეს.

ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში თუ არჩევანს მაინც უხარისხო სათვალეზე გააკეთებთ უმჯობესია ის შედარებით ღია ფერის იყოს, რადგან ასე თქვენ ვერ შეძლებთ მზისთვის თვალის გასწორებას და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თვალებს.