მეცნიერები ამბობენ, რომ ეს 2 დიეტა ტვინს ახალგაზრდობას უნარჩუნებს

დიეტა

აშშ-ს რაშის უნივერსიტეტის მეცნიერების განმარტებით,ხმელთაშუა ზღვისა და MIND დიეტა ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს და უნარჩუნებს ტვინს ახალგაზრდობას. სამუშაოს შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.  სტატიის თარგმანს mkurnali.ge აქვეყნებს.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოითხოვს მინიმუმ 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულს დღეში, თევზის, მარცვლეულის რეგულარულ მოხმარებას, მაგრამ არ გამორიცხავს ხორცს, რომელიც ცილის გარდა შეიცავს მნიშვნელოვან ელემენტებს - ვიტამინ B12, თუთიას და რკინას. MIND დიეტა არის ტვინის განვითარების დიეტა, რომელიც აერთიანებს ორი ძალიან პოპულარული დიეტის ასპექტებს: ხმელთაშუა ზღვის დიეტა და დიეტური მიდგომები ჰიპერტენზიის შესაჩერებლად (DASH).

მეცნიერებმა შეისწავლეს 581 ადამიანის ტვინი, რომლებმაც თავიანთი სხეული მეცნიერებას შესწირეს. მკვლევრებს ასევე ჰქონდათ ინფორმაცია მონაწილეთა დიეტის შესახებ მათ გარდაცვალებამდე შვიდი წლით ადრე (მონაცემები ყოველწლიურად გროვდებოდა). 

როგორც გაირკვა, ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ხმელთაშუა ზღვისა და MIND-ის დიეტებს, ნაკლებად აღენიშნებოდათ ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები - ბეტა-ამილოიდური ფოლაქები და ტვინში ტაუ-გორგლები.

”ადამიანების ტვინი, ვინც ხმელთაშუა ზღვის დიეტას მისდევდა, დაახლოებით 18 წლით ახალგაზრდა იყო, ვიდრე მათი, ვინც ამას არ იცავდა. MIND დიეტის შემთხვევაში კი ტვინი 12 წლით უფრო ახალგაზრდა იყო, ”- დაასკვნეს მეცნიერებმა.

წყარო: mkurnali.ge