„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია, – შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, ვინაიდან საუბარია ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
„მედიკამენტები ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მართებს, იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მათ შორის უპირველესად ფასის მიხედვით.
ფასები ამ პრინციპითაა აღებული, რომ ჩვენი ზომის ეკონომიკის სახელმწიფოებში რაცაა ფასები, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც, ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში.
დადგენილია მედიკამენტების ზედა ჭერი. სწორედ ამ ზედა ჭერის ფარგლებშია ვაჭრობა შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს სრულად არ მოიცავს ბაზარს, სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია. ბუნებრივია, მეწარმეს მოგების სურვილი აქვს, მაგრამ ეს ვერ იქნება შეუზღუდავად.
ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ჩარჩოს უნდა მოერგოს ბიზნესი. ზოგჯერ ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ეს შემაწუხებელია მოქალაქისთვის. ეს ტვირთია მისთვის. ის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იქნება სუპერმარკეტების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ შეიძლება შეეხოს აფთიაქსაც”,-განცახდა მიხეილ სარჯველაძემ.