1692302192
გადატანილი ინფექცია კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისაგან 87.8%-ით იცავს – ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 968 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 55 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 23 675 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 41 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 6 085.
დღევანდელ შედეგებს ეხმიანება ინფექციონისტი, ბიძინა კულუმბეგოვი და მოქალაქეებს მიმართავს აიცრან და დაიბუსტონ.
როგორც იმუნოლოგი განმარტავს, გადატანილი ინფექცია ომიკრონით ინფიცირებისაგან 56 %-ით იცავს.
„გადატანილი ინფექცია ომიკრონით ინფიცირებისგან იცავს 56%-ით. გადატანილი ინფექცია მძიმე, კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისგან იცავს 87.8%-ით. აიცერით, დაიბუსტეთ, ატარეთ ნიღაბი!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.