„მე-10 კლასელი მომიტაცა ჩემმა პირველმა მეუღლემ, რაც დიდი სტრესი იყო ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც“

ნანა ბეგიაშვილი

წელს ჩაბარებული 34 843 სტუდენტიდან ერთ-ერთი, ჩვენი რესპონდენტი ნანა ბეგიაშვილია. თბილისელი, 40 წლის შემდგარი ქალი, თავად სტუდენტის დედა, კიდევ ერთ, ამჯერად, საოცნებო პროფესიას დაეუფლება და დასახულ მიზანს მიაღწევს - პროკურორი გახდება.

ნანა ბეგიაშვილი 25 სექტემბერს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე დაიწყებს სწავლას.

ნანა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცხოვრობს. მოულოდნელი გადაწყვეტილებისა და საკუთარი საინტერესო ცხოვრების შესახებ მან „პრაიმტაიმს“ უამბო.

ნანა 16 წლის ასაკში გათხოვდა... ერთ-ერთ ინეტრვიუში ჰყვება, რომ მეატე კლასში იყო, რომ მოიტაცეს.

„საშინელი 90-იანების ბოლოს, 16 წლისა, მე-10 კლასელი, მომიტაცა ჩემმა პირველმა მეუღლემ, რაც დიდი სტრესი იყო ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც. ეს არ ყოფილა სიყვარულით ქორწინება. მიუხედავად ამისა, სწავლისთვის თავი არ დამინებებია, ღამის სკოლა დავამთავრე, რის შემდეგაც უცხო ენებში ერთი გამოცდით ჩავირიცხე. მოგვიანებით, ყველასგან მალულად  წარმატებით ჩავაბარე მთარგმნელობითის გამოცდები და ამის მერე გავამხილე სახლში, ისევ სტუდენტი ვარ-მეთქი“,- ამბობს ნანა.

ნანა ბეგიაშვილი: - მესამე წელია, თურქეთში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. გამოცდებზე გასვლა, თებერვალში, უცებ გადავწყვიტე და რეპეტიტორის გარეშე მოვემზადე. ისტორიის ელექტონული წიგნი ინტერნეტში ვერ ვიპოვე და დახმარება ჩემს ქალიშვილს ვთხოვე. ფოტოებს მიგზავნიდა, ძალიან რთული იყო, ყველაფერს ბლოკნოტში ვიწერდი და ასე ვსწავლობდი. დღე და ღამეს ვასწორებდი. განაგრძეთ კითხვა