"კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს" - იოახიმ კროლის საქმე

იოახიმ კროლი

მიუხედავად იმისა, რომ იოახიმ კროლი ტედ ბანდის ან ჯეფრი დამერის მსგავსად არ არის ცნობილი, მისი დანაშაულების სისასტიკე უთანაბრდება მსოფლიოს ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელების მიერ ჩადენილ მკვლელობებს. მოსახლეობამ მას რურის კანიბალი, მონადირე და კაციჭამია უწოდა. დადასტურებული ინფორმაციით, მან 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა გერმანიის ხელისუფლება თვლის, რომ სინამდვილეში, მისი მსხვერპლების რაოდენობა ამ რიცხვს აღემატება.

კანიბალი თავად აღიარებდა, რომ ის ფულის დაზოგვის მიზნით მსხვერპლის სხეულის ნაწილებს ჭამდა, რადგან იმ დროს ხორცი საკმაოდ ძვირი ღირდა. მან ორი ათწლეულის განმავლობაში მოახერხა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას და ამ წლების განმავლობაში მისი დანაშაულებისთვის ექვსი მამაკაცი იქნა დაპატიმრებული.

კროლი 1933 წელს გერმანიაში, ნაცისტური პარტიის აღმავლობის პერიოდში დაიბადა. ის რვა დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი იყო, რის გამოც ხშირად იჩაგრებოდა. ოჯახში მუდმივმა დეგრადაციამ და არასტაბილურმა აღზრდამ ხელი შეუწყო მის დამნაშავედ ჩამოყალიბებას. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადრეულ ასაკში სექსუალურად ძალადობდა ცხოველებზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში მრავალი სხვა ოჯახის მსგავსად, კროლის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მამა, გერმანიის არმიის ჯარისკაცი, რუსეთის არმიამ ტყვედ აიყვანა და სავარაუდოდ, ომის დროს გარდაიცვალა. 1948 წელს, მას შემდეგ რაც რამდენიმე კლასის გამეორება რამდენჯერმე მოუწია, კროლმა სწავლას თავი დაანება. მოგვიანებით ცხოვრებაში, ტესტირებამ აჩვენა, რომ მისი IQ 78-ს შეადგენდა. ზოგიერთი ცნობით, მან არ იცოდა კითხვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ფერმერად დაიწყო მუშაობა და სწორედ აქედან დაიწყო მისი მკვლელობები.

კროლის თქმით, ფერმის ცხოველების მკვლელობა მას შთააგონებდა და როდესაც ის ღორის დაკვლას შეესწრო, მასში სექსუალურმა მოთხოვნილებამ გაიღვიძა.

ახალგაზრდა ასაკში კაცი ცდილობდა რომანტიკული ურთიერთობა დაემყარებინა უცნობ ქალბატონთან. მისი თქმით ის ამ ურთიერთობაში თავს უხერხულად და არაადეკვატურად გრძნობდა და მის ქალთან დამყარებულ ერთადერთ სექსუალურ ურთიერთობას მარცხი უწოდა. საბოლოოდ იოახიმმა დაასკვნა, რომ სექსუალური ურთიერთობა იმასთან უნდა დაემყარებინა, ვინც მას აქტის მიმდინარეობისას შენიშვნას არ მისცემდა და მისგან უკმაყოფილო არ დარჩებოდა.

1955 წლის 8 თებერვალს კროლმა გერმანიის სოფელ ვალსტედში გაიტაცა 19 წლის ირმგარდ შტელი. მან გოგონა ჯერ დაახრჩო, შემდეგ გააუპატიურა და ბოლოს მუცელი გაუჭრა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კროლი მსხვერპლის სხეულზე მასტურბირებდა. სახლში დაბრუნებისას კი რეზინის თოჯინის შემყურე თავს სექსუალურად იკმაყოფილებდა და ხშირად პატარა ბავშვის ფორმის თოჯინას "ახრჩობდა".

დამნაშავის თქმით, პირველი მკვლელობის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში მას აღარავინ მოუკლავს, თუმცა, ხელისუფლება თვლის, რომ იოახიმი 1955-1959 წლებში მომხდარ რამდენიმე მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.

1959 წლის 16 ივლისს, რაინში ოცდაოთხი წლის კლარა ფრეიდა ტესმერი მოკლა. კროლმა გოგონას დუნდულებიდან და თეძოებიდან ხორცი ამოიღო, შეახვია და მათგან სადილი დაამზადა.

ტესმერის მკვლელობისთვის ადგილობრივი მამაკაცი, ჰაინრიხ ოტი დააკავეს, რომელმაც სასამართლოს მოლოდინში თავი ჩამოიხრჩო. ამ დროს კი იოახიმ კროლი თავისუფალი იყო.

დამნაშავე ძირითადად ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს კლავდა, თუმცა ბევრი სერიული მკვლელისგან განსხვავებით, მას არ ჰქონდა მსხვერპლთა განსაზღვრული კატეგორია ან ასაკი.

1965 წელს იოახიმი გროსენბაუმში გაემგზავრა. მან სამანქანო გზისგან მოშორებულ ადგილას ჰერმან შმიცი და მარიონ ვენი დაიანხა, რომლებიც მანქანაში სექსით იყვნენ დაკავებულნი. კროლმა შმიცი მოტყუებით გადაიყვანა მანქანიდან, რის შემდეგაც მამაკაცი მოკლა. მას მსხვერპლის საცოლის გაუპატიურება და მოკვლა ჰქონდა განზრახული, თუმცა მარიონმა საჭესთან დაჯდომა მოახერხა, რის შემდეგაც კროლი გაიქცა. 

მიუხედავად იმისა, რომ მან მკვლელის სახე კარგად დაინახა, პოლიციამ დამნაშავის პოვნა ვერ შეძლო.

იოახიმი გვამს ხორცს ყოველთვის არ აჭრიდა, რაც ერთმანეთისგან განასხვავებდა მის მკვლელობებს. სინამდვილეში მას იმ მსხვერპლის ხორცის მირთმევა ერჩივნა, რომელსაც განსაკუთრებულად ნაზად თვლიდა.

გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში სხვა სერიული მკვლელებიც მოქმედებდნენ. ვერნერ ბუსტი 1950-იანი წლების დასაწყისიდან კლავდა წყვილებს იმავე ტერიტორიაზე, შესაბამისად პოლიციის ყურადღება მისი და კიდევ რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილისკენ მიიმართა.

სანამ კროლი სასტიკ მკვლელობებს აქტიურად ჩადიოდა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის ჰაინრიხ ოტის გარდა კიდევ ხუთი მამაკაცი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა ოტის მსგავსად თავი მოიკლა.

კროლის მკვლელობებს კიდევ უფრო შემზარავს ხდის კანიბალიზმის მოტივი. ბევრი კანიბალი სერიული მკვლელი სექსუალურად არის მოტივირებული. მათგან განსხვავებით, იოახიმს უფრო პრაქტიკული მიზნები ჰქონდა და როგორც მოგვიანებით აღიარა, ის მსხვერპლს ხორცს იმიტომ აჭრიდა, რომ იმ დროისთვის ხორცი ძვირი ღირდა.

1976 წლის 3 ივლისს იოახიმ კროლის კანიბალისტური დანაშაულები დასრულდა. იმ დღეს კროლმა პარკიდან ოთხი წლის მარიონ კეტნერი გაიტაცა. ცოტა მოგვიანებით, მეზობელმა ჰკითხა კროლს თუ რა ბლოკავდა მილებს შენობის საერთო საპირფარეშოში, რაზედაც პასუხად "ნაწლავები" მიიღო. მეზობელმა მამაკაცის ნათქვამი ხუმრობად აღიქვა, თუმცა მილები მაინც შეამოწმა, რა დროსაც პაწაწინა ორგანოები დაინახა და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

კროლის ბინაში შესულმა პოლიციამ პატარა მაირონ კეტნერის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინა. მისი სხეულის ნაწილები მაცივარში იდო, ხელი კი გაზქურაზე დუღდებოდა. შინაგანი ორგანოები საპირფარეშოში იყო ჩარეცხილი. სამართალდამცველებმა კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს.

დეტექტივი მაქს რიზი, დუისბურგის პოლიციის ვეტერანი იყო, რომელსაც 20 საქმიანობის 20 წლიანი სტაჟი ჰქონდა. ცნობილია, რომ მან გონება დაკარგა, როდესაც კროლის სახლში ბავშვის ორგანოები აღმოაჩინა.

გასაკვირი არ არის, რომ მკვლელი მაშინვე დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და პოლიციას კიდევ 13 სხვა მკვლელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ციხეში ყოფნისას კროლი პოლიციასთან თანამშრომლობდა და დარწმუნებული იყო, რომ მას ოპერაციას გაუკეთებდნენ, რომელიც მის მკვლელობის სურვილს განკურნავდა, რის შემდეგაც მას გაათავისუფლებდნენ. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, მას ბრალი წაუყენეს რვა მკვლელობაში და ერთ მკვლელობის მცდელობაში.

საბოლოოდ, კროლს 1982 წლის აპრილში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

1991 წელს იოახიმ კროლი ციხეში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ:

"მსხვერპლის თავის ქალას და სასქესო ორგანოს სახლში ინახავდა" - სერიული მკვლელის საქმის დეტალები

არსებობს თუ არა შავი ყუთი და როგორ გაარკვევენ, რა მოხდა რეალურად - ''ტიტანის გამოძიება''

"გოგონების თავები სახლში მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა..." - ტედ ბანდის საქმის შემზარავი დეტალები