"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - როგორ ცხოვრობს ტრაგიკული ბედის ბალერინა დღეს

ბალერინა

2017 წლის მაისში თბილისში, ისნის რაიონში შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა აღმოჩნდა.

ანი აყვანილი შვილი გახლდათ და მას 2 წლიდან ზრდიდნენ მშობლები. მამა ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა.

ანამ დედის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა.

ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15-18 წელი ცეკვავდა და მსოფლიოს 80 ბალერინას შორის იყო დასახელებული, ვინც ყველზე უკეთ ასრულებდა გედის პარტიას.

ანა მეუღლეს რამდენიმე წლით ადრე დაშორდა. მათ შვილი არ  ჰყოლიათ.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ პრიმა ბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა. ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი.

სწორედ მისი დახმარებით, ანას ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა.

ანა ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო კაპელის ერთ-ერთი წევრი იყო. დედა -  ასოცირებული პროფესორი. იგი  თბილისის  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ ჰპასუხობდა. მან პოლიცია და „სასწრაფო“ გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გაუღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც. განაგრძეთ კითხვა...