ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე ავიაიერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ღაზას მიუახლოვდნენ

მეშვიდე თვეა, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ, სამხედრო ოპერაციას აქტიურად განაგრძობს. ცაჰალის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე,

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაიღუპა 4 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. უწყების მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, საომარ მოქმედებებს 34 ათას 500 ადამიანი შეეწირა.