დაუჯერებელი დანაშაულის ისტორიები - სამუდამო პატიმრობამისჯილი დედების სასამართლო საქმეები

სამუდამო პატიმრობამისჯილი დედების სასამართლო საქმეები

არაფერია იმ დანაშაულზე შემზარავი, ვიდრე დედის მიერ შვილის მკვლელობა. ამ სტატიაში გაგაცნობთ დედების ისტორიებს, რომლებმაც საკუთარი შვილები სიკვდილისთვის გაიმეტეს.

სუზან სმიტი

1994 წლის ოქტომბერში სამხრეთ კაროლონაში პოლიცია ცხრა დღის განმავლობაში ეძებდა სუზან სმიტის ორ ვაჟს, 14 თვის ალექსის და 3 წლის მაიკლს. დედა ამტკიცებდა, რომ ბავშვები მანქანიდან უცნობმა გაიტაცა.

ქალი ცრუობდა. საბოლოოდ, სმიტმა აღიარა, რომ ბიჭები მანქანის სავარძლებს მიაბა და მანქანა ტბაში ჩააგდო. იგი ორი შვილი მკვლელობისთვის გაასამართლე და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

1983 წელს დაიან დაუნსის სამი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიიყვანეს. 7 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო ორმა ბავშვმა მძიმე დაიზიანებები მიიღო.

ქალი ამტკიცებდა, რომ მას და მის შვილებს მაშინ ესროლეს, როდესაც უცნობი პირი მათი მანქანის გატაცებას ცდილობდა.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ სამი შვილის დედის დღიური იპოვა, სადაც ქალი თავისი ცხოვრების შესახებ ყველა დეტალს წერდა.

დაუნსს ბრალი არ უღიარებია. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ანდრეა იეიტსი

2001 წელს ანდრია იეიტსმა აბაზანაში 5 შვილი მოკლა. მას თავდაპირველად უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 2006 წელს კი მისი განაჩენი გააუქმეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

დაცვის მხარე ამტკიცებდა და, რომ ქალს მშობიარობის შემდეგ ფსიქოზი აწუხებდა, დანაშაულის ჩადენის დროს კი ბოდავდა და თვლიდა, რომ მისი სული ეშმაკმა დაიპყრო. ნახეთ სრულად