"ადამიანებისგან ფეხსაცმელს, თასმებს და საკიდებს ამზადებდა" - გერმანელი კანიბალი, რომელიც პოლიციამ 23 წლის შემდეგ დააკავა

კარლ დენკე

ერთი შეხედვით კარლ დენკე კეთილშობილი ადამიანი ჩანდა. კაცი ადგილობრივ ელესიაში ორღანზე უკრავდა, თავისუფალ დროს კი უსახლკარო ხალხს ეხმარებოდა. იმ დროს არავის წარმოედგინა, რომ დენკე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელი და კანიბალი გახლდათ.

კარლ დენკე პოლონეთისა და გერმანიის საზღვართან მცხოვრები პატივცემული და შეძლებული ფერმერების შვილი იყო. ბიჭს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა სკოლაში პრობლემები. ის ცუდი აკადემიური მოსწრების გამო 12 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და მებაღეობა გადაწყვიტა. 25 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა. მისგან დარჩენილი მემკვიდრეობით კი კარლმა პატარა ფერმა შეიძინა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ცუდმა ინფლაციამ აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება ძალიან გაართულა. დენკეს მოუწია გაეყიდა თავისი სახლი, რომელიც ინვესტორებმა ბინების კომპლექსად აქციეს, შემდეგ კი მან იქირავა ორი ოთახი და ერთი მაღაზია.

მაღაზიის გამყიდველი ტყავის საკიდებს, ქამრებს, ფეხსაცმლის თასმებსა და ღორის ხორცის კონსერვებს ყიდდა.

მაღაზიის გარდა, დენკე ადგილობრივ ეკლესიაში მოხალისე გახლდათ, სადაც ხშირად უკრავდა ორღანზე. ამასთან ერთად, კაცი დაკრძალვებისთვის ჯვრებსაც ატარებდა. სწორედ დასაფლავებებმა დააკავშირა ის ემიგრანტებთან და უსახლკაროებთან. კარლი მათ რამდენიმე ღამით თავშესაფარს სთავაზობდა და თავის სახლში იტყუებდა.

კარლ დენკესთან მისული 40-მდე მიგრანტი სახლიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. ისინი არამხოლოდ დენკეს მსხვერპლები, არამედ მისი მაღაზიის პროდუქტებიც გახდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი ადამიანის სხეულებს ამუშავებდა და მის მაღაზიაში გაყიდული ტყავის ფეხსაცმელი, თასმები და ტყავის საკიდები ადამიანებისგან მზადდებოდა. რაც შეეხება ხორცს, სინამდვილეში, კაცი ადამიანის ხორცსაც ყიდდა.

დენკეს დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, ქალაქში არავის უეჭვია, რომ კაცი სინამდვილეში სასტიკი მკვლელი და კანიბალი გახლდათ.

ყველაფერი 1924 წლის 21 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც სისხლიანი კაცი, ვინმე ვინსენტ ოლივიე ქუჩაში ყვირილით გამოიქცა და გამვლელებს დახმარება სთხოვა. როგორც გაირკვა, დენკე მას ნაჯახით დაესხა თავს. მოგვიანებით კი კარლი დააკავეს. იმავე საღამოს, კარლ დენკემ ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.

პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას საძინებელში უამრავი ადამიანის ძვალი და სისხლიანი ტანსაცმელი იპოვეს. მოგვიანებით კი გაირკვა, თუ ვინ იყო კარლ დენკე სინამდვილეში და რატომ მოიკლა მან თავი.

ასევე ნახეთ:

„ჩვენ ისტორია დავწერეთ!“ - თორნიკე შენგელია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა - ირაკლი კობახიძე

„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერს