„შანსი არ გამოტოვოთ!“ - რა მოხდება 16 მაისიდან ასტროლოგების პროგნოზით

ასტროლოგია ფული

16 მაისიდან პლანეტა იუპიტერი კუროს ნიშანში შედის, სადაც 2024 წლის 26 მაისამდე დარჩება. ასტროლოგიაში ითვლება, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც ადამიანების ხასიათზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობაზე გავლენას მოახდენს.

იუპიტერს "ბედნიერების პლანეტას" უწოდებენ. თანამედროვე ასტროლოგიაში იგი კეთილშობილების, სიუხვისა და სიბრძნის პრინციპებს განასახიერებს. თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ახალი ჰორიზონტები გახსნას, განვითარდეს, მიაღწიოს უმაღლეს მწვერვალსა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დადგეს. იუპიტერის ციკლი 12 წლისაგან შედგება, 1 კონკრეტულ ნიშანში კი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რჩება.

ასევე ნახეთ: ყველაზე გულუხვი მამაკაცების ხუთეული – ნახეთ, თუ არის მათ შორის თქვენი რჩეული

ეს არის პერიოდი, როცა შეგიძლიათ, საკუთარ თავზე იმუშაოთ. თავი დააღწიოთ კომპლექსებს და თავდაჯერებული ადამიანი გახდეთ. თქვენთვის შემოქმედებითი პოტენციალი იხსნება, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელად ძველ ჰობის მიუბრუნდებით, ან იმის გაკეთებას დაიწყებთ, რაც სულ გინდოდათ და ვერ ბედავდით

ამავე პერიოდში შესაძლოა, თქვენი ხასიათის მკვეთრი ცვლილება იგრძნოთ. ნახოთ, რომ უფრო ხისტი და ჯიუტი გახდით. შეეცადეთ, საკუთარი ემოციების გაკონტროლება ისწავლოთ და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნათ.

პლანეტა იუპიტერის კუროს ნიშანში გადასვლა ადამიანების მსოფლმხედველობასა და თვალსაწიერს აფართოებს. ამიტომაც, ინტერპერსონალური ურთიერთობები როგორც ბიზნესსა და საქმიან ურთიერთობებში, ასევე პირად თავგადასავლებშიც მნიშვნელოვანი იქნება.

საჭირო გახდება ფინანსების დაზოგვასა და გამოყენებასთან არსებული ძველი მეთოდების გადახედვა, რადგანაც მიხვდებით, რომ ის ეფექტურად აღარ მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 VIDEO: პატარძალს გული წაუვიდა - კადრები ქორწილიდან, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

👉 ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის ერთიანად აღება და რა შემთხვევაში ჩაგერიცხებათ თანხა სრულად

👉 „კესო, რა სხვანაირი ხარ... მეტი სინაზე და სევდაა შენში“ - რა ფოტოებს აქვეყნებს კესარია აბრამიძე

👉 VIDEO: აი, რა გააკეთეს გამვლელებმა, როცა ქუჩაში კაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

სხვა სიახლეები