რა უნდა გავითვალისწინოთ მარტში - ასტროლოგის რჩევა

რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მარტის ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და განმარტავს რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში.

„ინგრესია:

* 10 მარტი > მერკური ვერძის ზოდიაქოში

* 12 მარტი > ვენერა თევზების ზოდიაქოში

* 20 მარტი > მზე ვერძის ზოდიაქოში (ასტროლოგიური ახალი წელი)

* 23 მარტი < მარსი თევზების ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები: არ არის.

* ახალმთვარეობა - 10 მარტი (13:00 საათზე)

* სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება - 25 მარტი (11:00 საათზე)

მარტი - ასტროლოგიური მოვლენებით არც თუ დატვირთული თვეა. თუმცა ის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე ვერძის პირველ გრადუსში შედის. ეს არის გაზაფხულის ბუნიაობა (დღეღამტოლობა) და ასტროლოგიური ახალი წელი. თბილისის დროით ეს დადგება 20 მარტს, 7:07 საათზე.

მარტის პირველ დეკადაში შედარებით რთული ემოციური ფონი იქნება. ამაზე მიანიშნებს მზე-სატურნის შეერთება (მართალია სეპარაციული შეერთება, მაგრამ მაინც), რასაც მოჰყვება 10 მარტის ახალმთვარეობა და შემდეგ უკვე მზე-ნეპტუნის შეერთება. ეს შეიძლება შევადაროთ გასაწმენდი სათვალით სიარულს ან სულაც დასვრილი სარკმლიდან ყურებას. რაც სიმბოლურად მიანიშნებს ბუნდოვანებაზე, არამკაფიოობაზე და ილუზიურ გარემოებებზეც კი. ოღონდ ეს ყველაფერი შესაძლოა „შეფერადებული“ იყოს ნეგატიური განცდებითა და მოლოდინებით. გარკვეულწილად ამაშე „დამნაშავე“ თებერვლის დესტრუქციული პერიოდი იყო, როდესაც ბევრი რამ „დაიშალა“, დამუხრუჭდა ან ვერ განვითარდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთელი მარტის პერიოდში სასურველია მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოვლენა, რათა თავიდან იქნას არიდებული ბუნდოვან, ილუზიურ, საეჭვო და უკანონო გარემოებებში მოხვედრა.

მზე-ნეპტუნის შეერთების დადებითი გამოვლენა იქნება შემოქმედებითი უნარების, წარმოსახვისა და ფანტაზიის გაძლიერება, რაც ხელოვნებაში სასიკეთო შედეგების მიღების ალბათობას მკვეთრად გაზრდის. ასე რომ, მარტი შეიძლება ხელოვანებისთვის საკმაოდ პოზიტიურ თვედ მოვიაზროთ. ბევრი ადამიანი თავის შემოქმედებაში შეძლებს ახალი ნაბიჯების გადადგმას, ახალი შემოქმედებითი პროექტების დაწყებას ან სულაც უკვე დაწყებულის გაგრძელება-განვითარებას. ეს კარგი დროა კრეატიული ადამიანებისთვისაც. ის პიროვნებები, რომლებიც მუშაობენ ახალი კრეატიული იდეების მოფიქრებაზე, ეს თვე მათთვის დადებითი აღმოჩნდება (მით უმეტეს, რომ 12 მარტიდან ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, სადაც ის ეგზალტირებულია და საკმაოდ ძლიერად, ინტენსიურად და დადებითად ვლინდება).

გარდა ამისა, მარტი ასევე საინეტერესო იქნება საკუთარ რწმენა-წარმოდგენებში გარკვევისთვის, ფსიქოლოგიური „გადატვირთვის“ და საკუთარ ფსიქიკაში გარკვევისთვის. აქედან გამომდინარე, ეს თვე დადებითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მედიტაციის, რელიგიური პრაქტიკის დაწყებას, ან სულაც ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებას აპირებენ.

ასევე ნახეთ:

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მარტში გაუმართლებთ