ჰოროსკოპი 13-დან 31 დეკემბრის ჩათვლით წლის ბოლო რეტროგრადული მერკურია - რატომაა ეს პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებო

ჰოროსკოპი

13 დეკემბერს პლანეტა მერკური თხის რქის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 31 დეკემბერს მერწყულის ნიშანში დაასრულებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას. როდესაც აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ის სფეროები, რომლებსაც მართავს, ჩვეულებრივ ნელდება, კომუნიკაცია გართულებულია და მომატებული შფოთვა გვაწუხებს.

უფრო კონკრეტულად, ვერძის ნიშნის წარმომადგენლები წლის ბოლოსკენ კარმული პრობლემების გადაჭრის წინაშე აღმოჩნდებიან. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწევთ, გარკვეულ დათმობებზე წახვიდეთ და საბოლოოდ მოაგვაროთ ის, რაც დიდი ხანია გვერდზე გადადეთ, თუმცა გადაჭრას საჭიროებდა.

კუროს რეტროგრადული მერკურის პერიოდში ემოციური არასტაბილურობა შეაწუხებს. შესაძლოა, ემოციურად განსაკუთრებით გადაიღალოთ და იფიქროთ, რომ ძალა, მოტივაცია, რომ საქმის გაკეთება განაგრძოთ, აღარ გყოფნით. 

ტყუპებმა ამ პერიოდში კონფლიქტებს თავი მაქსიმალურად უნდა აარიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დიდ დაპირისპირებაში აღმოჩნდეთ.

კირჩხიბებისათვის რეტროგრადული მერკური ილუზიებისაგან სამუდამოდ გათავისუფლებისა და თავის დაღწევის შესაძლებლობა იქნება. შესაძლოა, ამის გამო ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს რეალური თვალით შეხედოთ.

მორიელები აღნიშნულ პერიოდში მომატებულ გაღიზიანებასა და შფოთვას იგრძნობენ, რის გამოც შესაძლოა, სრულიად არასაჭირო კამათსა და დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ, მნიშვნელოვან ადამიანებს აწყენინონ. ამიტომ, ჯობს, კონფლიქტურ სიტუაციებს რეტროგრადული მერკურის პერიოდში განსაკუთრებით მოერიდოთ და დრო მშვიდად გაატაროთ.

ასევე ნახეთ:

აკრძალული საახალწლო საჩუქრები, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას ადრესატის ცხოვრებას

18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში - კახა კალაძე