დღეს მზის დაბნელებაა! - ნახეთ, ეს მოვლენა რას უმზადებს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

მზის დაბნელება

20 აპრილის ჰიბრიდული მზის დაბნელება დაახლოებით ათას წელიწადში ერთხელ ხდება, მისი გავლენის შესახებ მოკლედ უკვე მოგიყევით, ახლა ვნახოთ, თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის რა პერსპექტივები მოაქვს ამ ახალ პერიოდს, რომელიც 6 თვიდან რამდენიმე წლამდე იქნება აქტუალური.
 ეს პროგნოზი ძალიან ზოგადია, ამ დღეებში დაბადებულ ადამიანებს უფრო დაეტყობათ "დაბნელების ეფექტები", ან მათ, ვისაც პირადი პლანეტები ვერძის ბოლო, ან კუროს ზოდიქოს ნიშნის დასაწყის გრადუსებში აქვთ.

2023 წლის აპრილის მზის დაბნელების ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

 ვერძი

შესაძლოა, აქტუალური იყოს საცხოვრებელი ადგილის ცვლა, ასევე ცვლილებები, იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირადი საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა. 

კურო

მოულოდნოლი ფული, ან ახალი ფინანსური წყარო გაგიჩნდებათ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ განმარტოების, ნაჭუჭში ჩაკეტვის სურვილი. გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება, დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ან შეიძლება, გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება. 

ტყუპები

წარმატებული პერიოდია. იზრდება სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. მოგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. შესაძლოა, გათავისუფლდეთ გარკვეული ვალდებულებებისგან და უსიამოვნებებისგან. მოგების შანსები მატულობს. 

კირჩხიბი

კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ, ცვლილებებია, სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი, გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ, ახლა შესაფერისი დროა, გადახედოთ ვაკანსიებს. 

ლომი

სწავლა და თავგადასავლები! თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი გამოცდების პერიოდი გაიარეთ, ახლა სამეფო „დასვენების დროა“, თუმცა, არ დაგავიწყდეთ განვითარება! სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები იქნება. საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს. 

ქალწული

მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდი შეიძლება იყოს ზოგიერთებისთვის, ნებისმიერი კრიზისი გაზრდის საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით, გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი. 

სასწორი
ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად საკითხებში სამყარო სიურპრიზს გიმზადებთ. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მოგებიანია. 

მორიელი

რამ შეიძლება, მორიელი დაასევდიანოს? ბრძოლის დასრულებამ... ჰოდა, კარგი ამბავი ის აქვთ ვარსკვლავებს თქვენთვის, რომ ბრძოლა გრძელდება, უბრალოდ, მეტი დიპლომატია გმართებთ და ეცადეთ, უფრო ლმობიერი იყოთ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგოტონუსი. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა. 

მშვილდოსანი

თავგადასავლებით გაბრუებულმა, შესაძლოა, კონტროლი და ზომიერება დაკარგოთ, ამიტომ, მიიღეთ სამყაროს სიკეთეები, თუმცა, იყავით ფხიზლად! შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ჯერ არ გყავთ, დროა დაფიქრდეთ ბავშვის ყოლაზე.

თხის რქა

საცხოვრებელი ადგილის ცვლაზე გიფიქრიათ? თუ არა, მაშინ მოემზადეთ! ცხოვრების რელსების ცვლა, განსაკუთრებით, ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში. მართალია, სიურპრიზები არ გიყვართ, მაგრამ ნუ გაღიზიანდებით, მიჰყევით დროის დინებას. 

მერწყული

არ მოიწყენთ! სიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. გადაადგილება, ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება. 

თევზები

ახლა გონივრულად თუ იმოქმედებთ, ეს დრო შესაძლოა, ყველაზე მოგებიანი იყოს ფინანსური თვალსაზრისით. ახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.