„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება...“ - რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგია

ასტროლოგი რამაზ გიგაური მთვარის ე.წ. „უკურსო მოძრაობის“ პერიოდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა კონკრეტულ დღეებში.

„ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენები.

რეკომენდებულია:

დასვენება;
* მედიტაცია;
* ვიზუალიზაცია;
* მუსიკის მოსმენა;
* კითხვა;
* საყვარელი საქმის კეთება;
* რაღაცის მოწესრიგება, დასუფთავება.

ასევე ნახეთ: