„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგია ფული

მთვარის „უკურსო მოძრაობის“ შესახებ, რომელიც ნოემბრის თვეშია, ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

„ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;

* არ დაარეგისტრიროთ კომპანია, ორგანიზაცია;

* არ შეიძინოთ ნივთები;

* არ დაიწყოთ ახალი საქმე;

* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;

* არ დადოთ შეთანხმებები;

* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი.

ასევე ნახეთ:

როგორ გამოიყურებოდა მარტა ბარამიძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები

ნახეთ, მიხეილ ცაგარელის პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი