როდის იწყება სწავლა თბილისის საბავშვო ბაღებში - დეტალები რეგისტრაციაზე

 საბავშვო ბაღი

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. 

ამ დროისთვის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ყველა ეტაპი, გარდა საყოველთაო რეგისტრაციისა, დასრულებულია. საყოველთაო რეგისტრაციით სარგებლობა კი მშობლებს მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2-დან (15 სექტემბრის მდგომარეობით) 6-წლამდელი აღსაზრდელები ჩაირიცხებიან.