ეს არის დანაშაული... ამ ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა არ არსებობს - ზაზა თელიას გაფრთხილება
1788542125
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ დაბრუნდა.
ვიდეოში ქართველი „მატადორი“ საკუთარ შვილს, ჰუგოს მიმართავს და იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც მარცხმა მას და მის ოჯახს მოუტანა.
„ჰუგო... ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ შენზე. ვფიქრობ იმაზე, რას გრძნობდი, როდესაც ჩემი მარცხი ნახე. ვიცი, ძალიან გეტკინა და, როგორც შენმა მამამ, ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ტკივილი შენთვის ამეცილებინა.
თუმცა მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერები გაგვხადა.
მინდა, ყოველთვის გახსოვდეს ერთი რამ - ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და ამაში ცუდი არაფერია. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ დამარცხდი, არამედ ის, თუ როგორ შეხვდები მარცხს და ვინ იქნება შენ გვერდით მაშინ, როდესაც ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირება.
ვფიქრობ, ღმერთს სურდა, ეს ყველაფერი გამევლო და მესწავლა ის, რასაც გამარჯვება ვერასდროს მასწავლიდა.
ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როდესაც ყველაფერი ისე მიდის, როგორც შენ გინდა. ის მაშინ ვლინდება, როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგ მიდის. და იცი, რას მივხვდი? ამ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე.
ჩემპიონი ის არ არის, ვინც არასდროს მარცხდება. ჩემპიონია ის, ვინც ყოველთვის პოულობს ძალას, წამოდგეს და გზა განაგრძოს.
სწორედ ამის თქმა მინდოდა შენთვის - არასოდეს შეგეშინდეს მარცხის“, - მიმართავს ილია თოფურია შვილს.
ვიდეოს ბოლოს თოფურია წერს: „ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია. ჩვენ დავბრუნდით!“